„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს
10:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, პტენა, კუმურდო და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე ახალციხეში და ვალეში,
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში დვირი, ტაძრისი, დგვარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.