გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება
12:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, თამარაშვილის, თაყაიშვილის, ნიკოლაძის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე,
13:30-დან 17:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხულგუმო, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.