გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ვალეში, ასევე
10:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში არალი, უდე, წარბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომში რუსთაველის, ნიკოლაძის, ვაჟა ფშაველას, ინაურის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, ზანავი.
11:00-დან 18:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხიზაბავრა, აწყვიტა, სარო, ხერთვისი, ნიალა და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 18:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხანდო, აზავრეთი, ვარევანი, თოკი და მიმდებარე სოფლებს.
15:00-დან 16:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.