სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ნინოწმინდასა და ახალქალაქში დენი გაითიშება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 13:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა.
13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, რუსთაველის, მიკოიანის, სანაპიროს, ნინოწმინდის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებს მაჯადია, ორჯა, კორხი, ოლავერდი, კოჩიო და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს დილისკა, კუმურდო, ოკამი, ხავეთი, ქარცები, დავნია და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
გააზიარეთ :