გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში ასპინძის, თამარაშვილის, რუსთაველის, საფარის, სარაჯიშვილის, დიდიმამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 18:00 საათამდე - ვალეში,
12:00-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს ოკამი, ხავეთი, დავნია, ერინჯა.
16:30-დან 17:30 საათამდე - სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ხორენია, ახალქალაქში აღმაშენებლის, აგამალიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.