ახალციხესა და ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
ახალციხეში კოსტავას, თამარაშვილის, მარჯანიშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კლდე, წნისი და მიმდებარედ,
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში კარტიკამი, ხულგუმო, აბული, კულიკამი და მიმდებარე სოფლებში, 16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ცემი, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.