გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში თორის, თორელის, არდაგანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წაღვერში,
10:00-დან 13:00 ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთ, აგარა, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, ფია, ხერთვისი, ტოლოში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში