უახლოეს დღეებში ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა
25 იანვარს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს.
25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ყინვა და მინუს 12 გრადუსამდე დაეცემა.
ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს.
25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ახალციხეს, მოსალოდნელი სამი დღის პროგნოზი ასეთია:
26 იანვარს, კვირას: ღამით - 12, დღისით +3
27 იანვარს, ორშაბათს: ღამით - 11, დღისით +7
28 იანვარს, სამშაბათს: ღამით - 8, დღისით +8.