გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს 11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, კატნატუ, პატარა ხანჩალი, სათხა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, ფარეხა და სხვილისი,
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელბში ტბა, ცემი, დაბა, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.