სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს 11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქში და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბავრა, ხორენია, ფარავნის მარცხენა ნაპირი და მიმდებარედ.
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძაში და ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოთა, ოშორა, რუსთავი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გააზიარეთ :