ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქსა და ოკამში,
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ხანძთელის, შანიძის, მესხეთის, შრომის, თამარ მეფის, რაზმაძის და მიმდებარე ქუჩებზე,
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ორლოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.