ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქში აღმაშენებლის, მიასნიკიანის, ნაზარეტიანის, მარქსის, ცეტკინის, მაშტოცის და მიმდებარე ქუჩებზე,
16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, ანდრიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.