სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს
07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ალათუმანი, აგანა, სირკვა, გოკიო და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, სპასოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ოკამი, გოგაშენი, აზმანა, ქარცები და მიმდებარე სოფლებში,
16:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ადიგენში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.