ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში იხტილა, მერენია, ალათუმანი, აგანა, კოჩიო, პატარა სამსარი, დიდი სამსარი, სირკვა, გოკიო.
12:30-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს დაბა აბასთუმანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.