ბორჯომსა და ახალციხეში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჭობისხევი, ჩითახევი, დვირი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, ცემი, მიტარბი, ტიმოთესუბანი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ჭონქაძის, ათონელის, აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წირა, კლდე, წყრუთი და მიმდებარე სოფელბში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.