6 ვერტმფრენი და 2 თვითმფრინავი აბასთუმნის ხანძრის ჩასაქრობად
აბასთუმანში ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება. ცოცხალ ძლასთან და მეხანძრე–მაშველებთან ერთად მონაწილეობას მეგობარი ქვეყნების ავიაციაც იღებს.
ბოლო ინფორმაციით, აბასთუმნის ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას 2 თვითმფრინავი (უკრაინა და თურქეთი) და 6 ვერტმფრენი (თურქეთი –2, ირანი – 2, აზერბაიჯანი – 2) მიიღებს.
”დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.
რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.
ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.
აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში უკრაინის 8 ტონიანი წყალმზიდი თვითმფრინავიც ჩაერთვება.
ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.
ადგილობრივების განმარტებით, ხანძარი დაახლოებით 7 ჰაექტრამდე გაიზარდა.
საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.