გიორგი მღებრიშვილი: ,,2–დან 3 საათამდე კრიტიკული პერიოდია"
აბასთუმანში, ხანძრის გაჩენიდან მესამე დღეს ვითარება გაუმჯობესებულია. საგანგებო შტაბის წევრების თქმით, აღარ არსებობს ღია კერები.
დილიდან მუშაობს ავიაცია, მოხალისეები, მეხანძრეები, სატყეო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. შს მინისტრის გადაწყვეტილებით, 2 საათიდან 3 საათამდე ავიაცია შეაჩერებს მუშაობას, რადგან ,,ამის საჭიროება აღარ არსებობს: ,,ეს დრო კრიტიკული პერიოდია, ტემპერატურა პიკს აღწევს და კერების გაღვივების შესაძლებლობა იზრდება, ამიტომ დაკვირვებაა საჭირო. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ტექნიკა, მცირე ადგილებზე გრძელდება ჩაქრობითი სამუშოები".