ახალციხის მოსახლეობის ნაწილს, 6 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 266 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სვირი, ბოგა და ტატანისი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.