დერცელში ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს
დერცელის ტყეში გაჩენილ ხანძარს მძიმე ტექნიკა და სახანძრო–სამაშველო სამსახურები ებრძვიან.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ხევაშენის ტერიტორიულ ორგანოში გიორგი ენდელაძე აცხადებს,
რომ ხანძრის გარშემო ტექნიკამ, ჯერ კიდევ 22 სექტემბერს, შემოჭრა მიწა,
რის შედეგად აღარ არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება.
მობილიზებულია სახანძრო მანქანები. ათ ურალი, წყლით სავსე ავზებით მუშაობს წიწვოვან ტყეში. ცეცხლი სავარაუდოდ 7 ჰექტარზეა გავრცელებული.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი წიწვოვან ტყეში 21 სექტემბერს, 19:00 –თვის გაჩნდა. ორი დღეა ხანძარს დერცელის ტყეში 300 ადამიანი აქრობს.