ახალციხეში, ახალქალაქსა და ადიგენში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს 09:30-დან 14:00 საათამდე ახალციხის სოფლებში ურაველი, ჭაჭარაქი, ანდრიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 967 აბონენტს
12:00-დან 18:30 საათამდე 2111 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ტაბაწყური, მაჯადია, ორჯა, დილისკა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:00 საათამდე 920 აბონენტს ადიგენსა და აბასთუმანში,
14:30-დან 19:00 საათამდე 1695 აბონენტს ახალციხეში თამარაშვილის, დიდიმამიშვილის, ჯაყელის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.