ასპინძასა და ნინოწმინდას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 907 აბონენტს
ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ნონოწმინდაში პუშკინის ქუჩაზე,
14:00-დან 16:00 საათამდე 302 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, სარო და ნიჯგორი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში. (R)