სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
266 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სვირი, ბოგა და ტატანისი, 11:00-დან 18:30 საათამდე
1350 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში იხტილა, მერენია, აგანა, პატარა სამსარი, გოგაშენი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე 748 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, სპასოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე 1181 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბავრა, ნიჯგორი, ჭაჭკარი, სარო, ხერთვისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.