ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეოთხე მოწვევის პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ფარული კენჭისყრით იმედა მღებრიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 29 წევრიდან იმედა მღებრიშვილს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 3 დეპუტატმა მისცა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მადგილის თანამდებობაზე თამაზ ძაძამიას კანდიდატურა დაასახელა, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული.
პირველ სხდომაზე საკრებულოს ხუთი კომისიის თავმჯდომარეც დასახელდა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზაზა მღებრიშვილი აირჩიეს,
საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ - ლაზარე ჩილინგარაშვილი,
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ - დავით აბულაძე,
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ალექსი ენდელაძე.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა კი ინა კაპანაძემ დაიკავა.
ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.