SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სიახლეები
არის თუ არა ონლაინ რეგულირება დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოსავალი?
ადამიანების შეხედულებების შეცვლის მიზნით დეზინფორმაციის გამოყენება დემოკრატიული ქვეყნებისათვის მზარდ რისკებს შეიცავს.

ამ ფენომენის მომძლავრება საზოგადოებას ძვირად უჯდება - მოქალაქეებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციის წყაროს ლეგიტიმურად მიიჩნევენ, ექმნებათ არასწორი წარმოდგენები სხვადასხვა საკითხებზე, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მაღალკვალიფიციური კანდიდატების არჩევის დემოკრატიულ პროცესს. ამავდროულად, რიგითი მომხმარებელი შესაძლოა უფრო სკეპტიკური გახდეს სანდო მედიასაშუალებების მიმართ, იმდენად, რამდენადაც ცრუ მედია პროდუქტი და სანდო მედია ერთსა და იმავე სიბრტყეში სულ უფრო მეტად განიხილება. მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს კარგად ესმოდეს ეთიკური და სანდო ჟურნალისტიკის მნიშვნელობა და ადვილად შეეძლოს რეალური ამბების და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან განსხვავება.

ცრუ ინფორმაციის მზარდი გავლენა აიხსნება და არსებითად დაკავშირებულია მედია ტექნოლოგიების ცვლილებებთან. ერთი მხრივ, მედია ბაზარზე შესვლის ბარიერები ელვის სისწრაფით მცირდება - რადგან გამარტივდა როგორც ვებ-გვერდების შექმნა, ასევე ვებ კონტენტით სარგებლის მიღება სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით. მეორე მხრივ, სოციალური მედია ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, რადგან, შესაძლებელს ხდის მომხმარებელთა შორის ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლას ფილტრაციის, გადამოწმებისა თუ რედაქტირების გარეშე.

იმ ფონზე, როცა ტრადიციული მედია კომპანიები გადარჩენისთვის იბრძვიან და ახალ ბიზნეს მოდელებს ეძებენ შემცირებული სარეკლამო შემოსავლებისა და მკითხველთა რიცხვის კლების პირობებში, ინტერნეტ პლატფორმები, როგორიცაა Google და Facebook, ერთგვარ გავლენიან რედაქტორებად გარდაიქმნენ. ისინი აკონტროლებენ მომხმარებელთათვის მიწოდებული ინფორმაციის ნაკადს ალგორითმების მეშვეობით, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ისეთ პოსტებს, რომლებიც უფრო მეტ გამოხმაურებას იწვევს - ანუ ახალისებენ ზუსტად იმ ეფექტს, რა მიზნითაც იქმნება მცდარი ინფორმაცია. 

საინტერესოა, რომ არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებასთან თითქმის ყოველთვის რუსეთის კავშირები იკვეთება. საფრანგეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული თავდასხმებისა და ცრუ ინფორმაციის უკან, ძირითადად, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერები და სავარაუდოდ რუსული წარმომავლობის მქონე ფეისბუქ მომხმარებლები იკვეთებიან, რომლებმაც ამომრჩეველზე მიმართულ პოლიტიკურ რეკლამაზე სერიოზული თანხა დახარჯეს.

ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციასთან გამკლავების გამოწვევის საპასუხოდ, სხვადასხვა აქტორების ძალისხმევით, მითების მყისიერად დასამსხვრევად წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტების გადამოწმების არაერთი პროგრამა ამოქმედდა. 

ბოლო პერიოდში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ გზად ასევე განიხილავენ მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს მათ მიერ შექმნილი ინფორმაციის შინაარსზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ცრუ ინფორმაცია, როგორც ასეთი, რაოდენ დამაზიანებელიც არ უნდა იყოს, არ არის უკანონო. შესაბამისად, შეუძლებელია მათი გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს კონკრეტულ ადამიანს თუ ონლაინ პლატფორმას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი ინფორმაცია შეიცავს სიძულვილის ენის, ძალადობის წაქეზების, საავტორო უფლებების დარღვევის ან ცილისწამების ელემენტებს.

აღსანიშნავია ევროკომისიის რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც მიზნად ისახავს ონლაინ პლატფორმების მიერ სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის სწრაფ აღმოჩენას და წაშლას (აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ დირექტივა და ინტერნეტში უკანონო სიძულვილის ენასთან ბრძოლის ქცევის კოდექსი). ევროკავშირის მიერ შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი, შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსების მიუხედავად, ასევე მიზნად ისახავს დეზინფორმაციის მზარდი ტალღისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის წინ აღდგომას.

აუცილებელია, არალეგალური კონტენტის წაშლის ვალდებულება შესაბამისი სასამართლო ზედამხედველობისა და გამჭვირვალე ანგარიშვალდებულებას დაექვემდებაროს, რათა კერძო გადაწყვეტილებებით თავიდან იქნას აცილებული ონლაინ პლატფორმების მიერ საკუთარი გაუმჭვირვალე სარედაქციო პრაქტიკისა და მოხმარების წესების მეშვეობით მილიარდობით მომხმარებლის კონტენტის მართვა. 

წერილის ავტორია ვიტორია ძანელატი – "სამართლიანი არჩევნების" სტაჟიორი ლაციოდან, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარ კვლევით პროექტზე მუშაობს.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetnycbahisbetigma girişpusulabettürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmajojobetholiganbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereamarsbahisjojobetmarsbahisgoogle hit botuHoliganbetcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotBetkolikthailand digital arrival cardвсе казиноjojobet1xbet girişcratosroyalbetcasibomPadişahbetbets10sekabetmatbetextrabetjojobet girişjojobet girişselçuksportsjojobetmarsbahispaşacasinocasibombets10holiganbetholiganbetmeritkingvdcasinosahabetelexbetmilanobetsekabetHoliganbetmagic mushroomsvaycasinotaraftarium24deneme veren sitelerjojobet girişStreameastkiralık hackercratosroyalbetextrabetcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomcasibomlunabetultrabet girişsetrabetholiganbetjojobetpusulabetholiganbet girişholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelerbetsmove girişcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibom girişлучшие казинолучшие казиноcasibommatadorbetcasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantjojobet girişpusulabetlunabetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekbonisabetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerjojobetsahabet girişporno izlecasibomcasibomfparatizvevobahistotobidparaziteparazitfparazit