სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილედ დაინიშნა, მანამდე აღნიშნული პოსტი
მოქმედ რექტორს ეკავა. მაკა ბერიძემ მოადგილის თანამდებობაზე მერაბ ბერიძე ოფიციალურად, 9 თებერვალს, დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ
31 იანვარს, მაკა ბერიძე რვაკაციანმა აკადემიურმა საბჭომ, რომლის თავმჯდომარეც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბერიძე იყო, ხუთი ხმით აირჩია.
რექტორობის კანდიდატად თავდაპირველად 6 პროფესორი დარეგისტრირდა, თუმცა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კანდიდატურა ჯერ მერაბ ბერიძემ, შემდეგ კი თინა გელაშვილმა მოიხსნეს.
კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, არჩევნებს გამოეთიშა კიდევ ორი კანდიდატი – გიორგი მესხი და რევაზ ზედგინიძე.