სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 და 4 მარტს,
08:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1674 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო და მიმდებარედ; 4 მარტს
08:00-დან 19:00 საათამდე 1674 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო და მიმდებარედ,
13:00-დან 14:00 საათამდე 543 აბონენტს ბორჯომში თორის, ნიკოლაძის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე; 5 მარტს
08:00-დან 19:00 საათამდე 1748 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, ფარეხა, სხვილისი,
11:30-დან 18:30 საათამდე 467 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, ტოლოში, გოგაშენი, ფანაქეთი, ნიალა, ზემო ვარძია, ჭაჭკარი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 16:00 საათამდე 3802 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, იხტილა, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.