სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება
14:15-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება 1742 აბონენტს ქ. ახალციხეში ასპინძის, კოსტავას, თამარაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა.
10:30-დან 18:00 საათამდე - 89 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში.
13:00-დან 15:00 საათამდე - 1404 აბონენტს ქ. ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ბესიკის, ინაურის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 17:00 საათამდე - 367 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტბა, ცემი, ლიბანი, წაღვერი, დაბა.
11:00-დან 18:00 საათამდე - 963 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი გონდრიო, ჯიგრაშენი, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.
11:00-დან 17:00 საათამდე - 911 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.