საჯარო მოხელეებს ინტერნეტპაკეტი ,,ჯეოსელმაც" გაუძვირა
მაგთის მსგავსად, სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს 3-ჯერ გაუძვირა ინტერნეტი ჯეოსელმაც.
ჯეოსელის მომხმარებელ საჯარო მოხელეებს, 5 ლარად 15 GB-ს ნაცვლად 5 GB-ის ყიდვა შეუძლიათ.
გაძვირებული ტარიფებით აბონენტები პირველი მარტიდან სარგებლობენ.
შეგახსენებთ, შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურეობაზე გამოცხადებული ახალი ტენდერის პირობების მიხედვით, საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანები 15 გბ მობილურ ინტერნეტს 5 ლარად ვეღარ იყიდან. საუბარია ე.წ. კორპორატიულ ნომრებზე.