სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება
12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 98 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დერცელი, ნამინაური, კიკიბო.
12:30-დან 18:00 საათამდე - 193 აბონენტს აბასთუმანში ფალიაშვილის ქუჩაზე, აღობილის და არაზინდოს დასახლებებში.
11:00-დან 18:00 საათამდე - 848 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, მურჯახეთი, მიმდებარე სოფლებში და ახალქალაქის გარეუბანში.
13:00-დან 17:00 საათამდე - 278 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოკამი, ხავეთი, დავნია, ერინჯა.
13:00-დან 16:00 საათამდე - 523 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.