ვალის მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის საკრებულოში ირწმუნება, რომ მომხდარს მრევლში არანაირი დაპირისპირება არ გამოუწვევია
და მითუმეტეს, ამის შესახებ დღეს უკვე აღარავინ საუბრობს. გიორგი ზაქროშვილი ფიქრობს, რომ ხანძარი უბედურ შემთხვევას უფრო ჰგავს.
,,მოსახლეობასთან მქონდა საუბარი, არანაირი დისკრიმინაცია არ არის. ამ ფაქტს ვალელი ხალხი ერთნაირად გმობს. ალბათ უფრო სანთლის გამო დაიწვა, ყოველშემთხვევაში არამგონია ეს მიზანმიმართულად იყოს გაკეთებული. საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ მშვიდობით და ხალხში ამ ფაქტს ახლაც არაფერი გამოუწვევია და ამის შესახებ უკვე არავინ საუბრობს“ – განმარტავს გიორგი ზაქროშვილი.
შეგახსენებთ, რომ წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური
ხატები და ლოცვის წიგნები დამწვარი ადგილობრივებმა, 12 მარტს, საღამოს ნახეს.