,,ტაო"–მ მორიგი წარმატება მოიპოვა
სამცხე–ჯავახეთის რაგბის კლუბმა "ტაო" 17 მარტს, აჭარიდან, ქედის გუნდ ,,ფირალებთან" შეხვედრა გამართა. თამაში ,,ტაო"–ს გამარჯვებით 64:10 დასრულდა.
რეგიონული ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში შემდეგ შეხვედრას ,,ტაო" ზესტაფონის გუნდთან გამართავს. მესხი მორაგბეების მიზანი პირველ ლიგაში გადასვლაა, რადგან ამ ლიგაში პირველ ადგილზე გასული პირდაპირ პირველ ლიგაში გადადის.
დღევანდელი შეხვედრა საქართველოს რეგიონალური ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს რაგბის ფედერაცია ატარებს.
"ტაოს" მიზანი პირველ ლიგაში გადასვლაა. ამისთვის მესხ მორაგბეებს მინიმუმ, შვიდი შეხვედრის გამართვა მოუწევთ. შეძლებს თუ არა გუნდი პირველი ლიგის საგზურის მოპოვებას – ეს მაისში გახდება ცნობილი.
ჩემპიონატში გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობენ. თამაშები ორ ნაწილადაა გაყოფილი, ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.