21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს – ამ დევიზით
აღნიშნეს ეს დღე ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომში, სენაკში, ზესტაფონსა და სხვა ქალაქებში. მოსწავლე - ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელების მონაწილეობით, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ცხოვრობს და მუშაობს მათთან ერთად, გაერთიანდნენ აქციაში, რომლის მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა.
ჭრელი წინდების კამპანიაში თვითმართველი ერთეულის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დაბა ასპინძის N1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში მოინახულეს და მათ ფულადი სასაჩუქრე პაკეტი გადასცეს, თითოეულს 200 ლარის ოდენობით.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, სამცხე–ჯავახეთში გამართული ღონისძიებების შესახებ.