სოფელ ახალ ხულგუმოში გზა ისევ გასაწმენდია
ნინოწმინდის სოფელ ახალ ხულგუმოში (ტამბოვკა) საავტომობილო გზა კვლავ ჩაკეტილია. ადგილობრივი გიგოლა გიოლოვა ამბობს, რომ ზამთრის
განმავლობაში სოფლის შიდა გზები არ იწმინდება, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სოფელში მდგომარეობა ჯერ კიდევ უცვლელია. გაწმენდილ გზამდე დაახლოებით ერთი კმ გზის ფეხით გავლაა საჭირო.
მერიის წარმომადგენელი ახალ ხულგუმოში მასის აგაიანი რადიო ნორთან განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერია გზის გაწმენდას 25 მარტამდეისთვის შეძლებს.
საგზაო–სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი არმან ნორსოიანი კი აღნიშნავს, რომ ტექნიკასთან დაკავშირებით ორგანიზაციას პრობლემა არ აქვს.
სოფელ ახალი ხულგუმოს მოსახლეობა გზის გაწმენდასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას გათბობის საკითხშიც ითხოვს.
წყარო: რადიო ნორი