წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივები. მათ თავიანთ სოფლებთან არსებული მდინარის ნაპირები დაასუფთვეს.
პროექტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც მდინარეების და წყალსატევების ნაპირების დასუფთავებაზეა ორიენტირებული.
დედამიწის ზედაპირის 70% წყლით არის დაფარული, ადამიანის მიერ მისი მხოლოდ 1%–ის გამოყენებაა შესაძლებელი (97,5% მლაშე წყლებია, მტკნარი წყლების 68,7% კი ყინულოვან მდგომარეობაშია).
1993 წლის 22 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული იქნა რეზოლუცია, რომლითაც 22 მარტი გამოცხადდა წყლის რესურსების საერთაშორისო დაცვის დღედ (World Water Day) და მასში, როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია