ბორჯომში ნახანძრალი სახლის გადახურვა მიმდინარეობს
თორის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზიანებულ მრავალბინიან სახლში სახურავის გადახურვა მიმდინარეობს.
ბორჯომის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის თქმით, აუდიტმა შეისწავლა დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა, დასკვნის საფუძველზე კი შესაბამისი კომპესაციები უკვე დაერიცხათ ოჯახებს.
დაზარალებულები სამუშაოების დასრულებამდე მერიის მიერ ნაქირავებ ფართში რჩებიან. ამ ოჯახებმა მერიისაგან პირველადი მოხმრების ნივთებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარებაც მიიღეს.
გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი დასრულება აპრილის შუა რიცხვებში მოხდება.
წყარო: ბორჯომის მუნიციპალიტეტი