ბორჯომსა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24, 25 და 26 მარტს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3316 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, ახალდაბა, ვარდგინეთი და მიმდებარე სოფლებში;
25 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე 1104 აბონენტს მზეთამზე, წაღვერი, ტიმოთესუბანი და მიმდებარედ;
26 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე 3270 აბონენტს ბორჯომში ფიროსმანის, სააკაძის, ვაჟა-ფშაველას, რობაქიძის, შანიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წაღვერი, ტიმოთესუბანი, მზეთამზე და მიმდებარედ,
11:00-დან 18:30 საათამდე 321 აბონენტს ახალქალაქში დემირჩიანის, ლომსაძის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.