იაპონიის საელჩოს თანადაფინანსებით ურავლის ხეობის სოფლების გასარწყავიანება იწყება
18:22 / 30.03.2018
ურავლის ხეობაში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია იწყება. ექვსი დასახლების ნაკვეთების გასარწყავიანების პროექტის პრეზენტაცია
ახალციხეში, 30 მარტს, გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი CIPDD (მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა) და ახალციხის მერიამ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალს მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციის, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. პროექტი იაპონიის საელჩოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის განხორციელების შედეგად წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის მაცხოვრებლები ისარგებლებენ. მათი მიწის ნაკვეთები, წლების შემდეგ ისევ მოირწყვება.
პროექტის ღირებულება შეადგენს 247,298.50 ლარს, საიდანაც 209,575 ლარს იაპონიის საელჩო დააფინანსებს, ხოლო 37,723.50 ლარს - ახალციხის მერია.
აღნიშნულ პროექტისთვის დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე მუშაობა 2017 წელს დაიწო პროექტის "ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" ფარგლებში, რომლის მიზანს თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.
პროექტის განხორციელების შედეგად ექვსი დასახლების მოსახლეობა მიწის ნაკვეთების დაახლოებით 287 ჰექტარის გასარწყავიანებას შეძლებს.
სარწყავი სისტემის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ თვითდინებით სისტემის გამო, მოსახლეობას მინიმალური რწყვის გადასახადი ექნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.