5 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს
09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5149 აბონენტს ბორჯომში სააკაძის, ნინოშვილის, ფიროსმანის, წმ. ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, ჭობისხევში, ბაკურიანში, ჩითახევში და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე5769 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, ვარხანი, ბოლაჯური და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე 698 აბონენტს ახალქალაქში ორჯონიკიძის, ჯავახიშვილის, ნაზარეტიანის, ლომსაძის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:30-დან 18:30 საათამდე 262 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ოშორა და ოთა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.