ახალციხეს, ბორჯომს, ახალქალაქსა და ნინოწმინდის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აპრილს
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1598 აბონენტს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონის სოფლებში უჩმანა, ეშტია, თორია, მიასნიკიანი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 15:00 საათამდე 37 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, სხვილისი, 2 შახტა და მიმდებარედ,
11:00-დან 17:00 საათამდე 793 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში დაბა, პატარა მიტარბი, ბაკურიანი, ქვაბისხევი და მიმდებარედ, აგრეთვე ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.