ახალციხეს, ასპინძას, ბაკურიანს, ბორჯომს, ახალქალაქალაქსა და ნინოწმინდას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილს
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3057 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ჩამდურა, ოროჯალარი, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:30 საათამდე 1243 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოშორა, ოთა, ვარძია, ინდუსა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 18:00 საათამდე 243 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში,
12:00-დან 15:00 საათამდე 1203 აბონენტს ბორჯომსა და ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.