საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 91-98კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 4 077 406 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის 7 498 მეტრიანი მონაკვეთი დაბა ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრის მიმართულებით დაიგება.