რეგიონი
სოფელ ნიჯგორთან კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა
ახალციხე-ნიჯგორის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდიდან ქვის ლოდები ჩამოცვივდა. ამის გამო, გარკვეული ხნით გადაადგილება შეიზღუდა, გზის ამ მონაკვეთზე მოძრავ ტრანსპორტს გაჩერება მოუწია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზისპირა კლდიდან ლოდები ხშირად ცვივა.

,,მანქანებმა გაიარეს და წამოვიდა ზევიდან ლოდები. წამებში მოასწრეს, თორემ ეს რომ დასცემოდა, უბედურება მოხდებოდა. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ ახლა რამდენიმეტონიანი ქვები ჩამოცვივდა"
, - გვითხრეს ნიჯგორში.

ჩახერგილ გზას კომპანია "ჯავახ ავტოგზა" გაწმენდს. მისი ხელმძღვანელის ნოდარ ინასარიძის თქმით, მძიმე ტექნიკა ადგილზე უკვე გავიდა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, სამუშაოები დაიწყება.

"მეც ახლა დამირეკეს და ოპერატიულად, მაშინვე წავიდნენ ჩვენი თანამშრომლები. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მდგომარეობაა, მივლენ და მერე მეტყვიან სამუშაოების სირთულეს", - გვითხრა ნოდარ ინასარიძემ.

ასპინძის მერის განმარტებით, მოძრაობა უკვე აღდგენილია და მოსახლეობას მიმოსვლის პრობლემა აღარ აქვს. რაც შეეხება ლოდების გადატანას, როსტომ მაგრაქველიძე დახმარებას ჯავახეთიდან ელოდება.

,,ახალქალაქიდან ველოდებით მანქანას, რომელიც მძიმეტონიანი ლოდების გადატანას შეძლებს გზიდან, რათა სრულად გათავისუფლდეს ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზა" - განუცხადა მეცხრე არხს როსტომ მაგრაქველიძემ.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 11 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 4 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7352
EUR
EUR
1
2.8595
RUB
RUB
100
2.8464
TRY
TRY
1
0.0962
USD
USD
1
2.6971
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.