რეგიონი
საქართველო–სომხეთის საზღვარზე 2 ავტომობილი გადავიდა
საქართველო – სომხეთის საზღვარზე ორ ავტომობილს საზღვრის გადაკვეთის ნება დართეს. JNEWS-ის ინფორმაციით, საკვები პროდუქტითა და ტანსაცმლით დატვირთული ავტომობილები, ამ დროისათვის ნინოწმინდის საბაჟო პუნქტისკენ მიემართება.
აღნიშული 2 ავტომობილი საქართველო–სომხეთის საზღვარს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, თავისუფლად გადაკვეთს. რაც შეეხება საბურავებით დატვირთულ ავტომობილებს, ნებართვის მისაღებად ახალგაზრდებმა შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველო–სომხეთის საზღვარზე გაურკვევლობა იყო. სამართალდამცველები ჯავახეთის ახალგაზრდებს, შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ყარაბაღში გაგზავნის ნებართვას არ აძლევდნენ.
JNEWS- ის ცნობით, საზღვარზე 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა. საბურავებითა და საკვებით დატვირთული ავტომობილების ნაწილი ისევ საზღვართან დგას.
გააზიარეთ :