დღეის მდგომარეობით მტერი შეჩერებულია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი განმარტავს, თუ რატომ არ იცვლება მოკლული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„სად არიან გარდაცვლილი მტრები? რატომ არის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არ იცვლება ციფრი 12 ათასი? ნუ დარდობთ, მტერს გააფთრებით ანადგურებენ. ისეთივე გააფთრებით, როგორც ის ანგრევს ჩვენ ქალაქებსა და ტყეებს“, - წერს ანა მალიარი.
მისი თქმით, მტრის პირადი შემადგენლობის დანაკარგის აღრიცხვა - მოვლენათა ადგილზე არ წარმოადგენს უმთავრეს საქმეს. გარდა ამისა, ვითარება ყოველდღიურად დინამიკურად იცვლება და „დღეის მდგომარეობით მტერი შეჩერებულია და არ არის ისეთი ინტენსიური აქტიური დაპირისპირება, როგორიც რამდენიმე დღის წინ იყო“.
„შეტევის ინტენსივობის პოტენციალის დაქვეითება სწორედაც პირად შემადგენლობაში დიდი დანაკარგების შესახებ მიუთითებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მანვე აღნიშნა, რომ მტრის დანაკარგების დათვლა ომის აქტიური ფაზის დროს ძალიან გართულებულია.
"ბრძოლის შემდეგ არავინ დადის კალკულატორით, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ციფრების მოწოდება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, ხშირად რამდენიმე დღის დაგვიანებითაც“, - განაცხადა ანა მალიარმა.