უკრაინაში, სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა
უკრაინის დასავლეთით რივენის რეგიონში სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ჯერ კიდევ გუშინ 9 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა სამაშველო სამუშაოები კიდევ მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, რივენის რეგიონში რუსული ძალების ავიაიერიში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, შედეგად კი სატელევიზიო ანძა დაზიანდა.