რეგიონი
რუსმა სამხედროებმა პურის რიგში მდგარ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პურის რიგში მდგარ მოქალაქეებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, რუსულ აგრესიას უკვე 103 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.
გააზიარეთ :