რუსმა ოკუპანტებმა 167 ბავშვი მოკლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულია 167 ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
6 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 446-ზე მეტი ბავშვი დაშავდა და 279-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები.
ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა მონაცემების დადგენის მიზნით აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
მიღებული მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის რეგიონში, დონეცკში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ნიკოლაევში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში.
4 აპრილს, დონეცკის ოლქში, ავდიივკაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინიდან რუსეთში ბავშვების იძულებითი დეპორტაცია გრძელდება.
მარიუპოლის ბავშვთა ძვლისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის სამედიცინო დაწესებულებიდან რუსმა სამხედროებმა იქ სამკურნალოდ მყოფი 12 ბავშვი ძალით გაიყვანეს.