ოკუპანტებმა ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს - მერი
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს , - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, დიმიტრი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
მანამდე, ენერგოდარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ქალაქის ქუჩებში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.