რეგიონი
რუსებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს
ხარკოვში წუხელ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქალაქში 7-8 აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს.
"ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა - ცხრა რაიონიდან ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ მომხდარა“,- აცხადებს მერი.
მისივე თქმით, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
"ინტერპრესნიუსი"
გააზიარეთ :