უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები აღმოსავლეთში იერიშებს აძლიერებენ
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშებს აძლიერებენ, რაც მოსახლეობისთვის და არმიისთვის ისედაც მძიმე პირობებს აუარესებს.
დონეცკის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს თქმით, ოფიციალური მოსკოვის მიერ უკანონო ანექსიისა და დონეცკის რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, თავდასხმებმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ელექტროსადგურები, რომლებიც ქალაქ ბახმუტსა და მიმდებარე ქალაქ სოლედარს ემსახურებიან.
„ნგრევა ყოველდღიურია, თუ არა საათობრივი”, - განუცხადა კირილენკომ მედიას.